ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების საკითხს, დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს .

“ჩვენ ვთვლით, რომ ღვთისმშობლის ფრესკა – კვართით ხელში, ეს არის ჩვენი როგორც რელიგიური, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი მთავარი მდგენელის, ეროვნული იდენტობის მდგენელის შესახებ ხელოვნების ნიმუშის შექმნა”, – განუცხადა სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს.

საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმის ინიციატივა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეკუთვნის. აღნიშნული საკითხის საკრებულოში განხილვას,სასულიერო პირების მიერ საზოგადოებასთან არაერთი საჯარო განხილვა უძღოდა წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები