ბრაზილიაში სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე – ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნამსანის ანძა, მდინარე ჰანის სებიტისა და გაბიტის ხელოვნურ კუნძულებზე განთავსებული ცნობილი არქიტექტურული კომპლექსები და ბანპოს ხიდის ცისარტყელას შადრევანი.

ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 24 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები