ანგოლაში მეწყერმა ოქროს მაღარო გაანადგურა, შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა

ანგოლას ჩრდილო-დასავლეთით, უკანონო ოქროს მაღაროში ძლიერი მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა.

ანგოლის საინფორმაციო სააგენტო, ბენგოს პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უზარმაზარი კლდის მეწყერი მოულოდნელად ჩამოწვა, მთლიანად დაფარა მაღარო და მაღაროელები დიდ სიღრმეზე შიგნით მოჰყვნენ.

მაშველებმა ამ დროისთვის ოთხი ადამიანი ამოიყვანეს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა გასპარ ლუის ინიასიომ დაადასტურა, რომ ყველა დაღუპული 18-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო.

საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აგრძელებს.

ამჟამად, ორი დაკარგულად ითვლება, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა 70-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები