საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური”,- აღნიშნულია მისალოც წერილებში.