ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა.
ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა დატბორა გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და რამდენიმე სახლის პირველი სართული. სტიქიის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა-საუბნო გზები, სანიაღვრე არხები და ნაპირსამაგრი ჯებირები.
“რამდენიმე უბანში განვითარდა მეწყრული პროცესებიც.
სტიქიის შედეგად ამორტიზებულია კირცხი–სარაქონის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდიც.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, პირველ მოადგილე ლაშა ჟვანიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა შექმნილ ვითარებას და მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს პრობლემური მონაკვეთების გაწმენდა.
მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია”,- წერია ინფორმაციაში.