მედია: ირანის პრეზიდენტმა საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ირანის გლობალურ ქსელთან ხელახლა დაკავშირების მექანიზმი უცნობია.
ინტერნეტ-დამკვირვებელთა ორგანიზაციის, NetBlocks-ის მონაცემებით, ირანელთა უმეტესობას მსოფლიო ქსელში წვდომა 87 დღის განმავლობაში არ შეეძლო, ხოლო ძვირადღირებულ და მოწინავე VPN-ებზე წვდომა მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეს აქვს, რომლებიც შეზღუდვებს გვერდს უვლიან.
თავდაპირველად, ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი 8 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების საპასუხოდ გათიშა. თებერვალში კავშირები თანდათან აღდგა, თუმცა ის ხელახლა 28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ კვლავ გაითიშა.