ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა თავისუფლებისთვის
“დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა თავისუფლებისთვის,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ამ დღეს მთლიანად ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რამხელა ბრძოლისა და თავდადების შედეგად მოვიპოვეთ, შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და რომ დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და ყოველდღიური სწრაფვა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და გამყარებაში“, – აღნიშნა წილოსანმა.