გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა

“ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა მხოლოდ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია,” – ამის შესახებ „იმედის კვირაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს. ნებისმიერ განმარტებასა და დოკუმენტში ცხადადაა ნაჩვენები, რომ ევროპული ღირებულება დაფუძნებულია ქრისტიანულ ღირებულებაზე. ეს იყო ევროპელების იდენტობის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ რომ ევროკავშირი ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ვგულისხმობთ, რომ ევრობიუროკრატები ებრძვიან ოჯახურ ტრადიციებს, მშვიდობას, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები