წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
წალენჯიხის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა.
“მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს”-, წერია ინფორმაციაში.