გრიგოლ ჭელიძე: დღეს, საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, ახალწვეულები ფიცს დადებენ

“დღეს, საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, ახალწვეულები დადებენ ფიცს, მათ შორს, თავისუფლების მოედანზე,” – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა გრიგოლ ჭელიძემ განაცხადა.

„21 ქალაქში, თბილისს ჩათვლით, გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოსახლეობას საშუალება ექნება, მთელი დღის განმავლობაში დაათვალიეროს ტექნიკა, გადაიღოს სურათები, გაეცნოს შეიარაღებასა და მათ მონაცემებს”, – განაცხადა გრიგოლ ჭელიძემ.

ცნობისთვის, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები