მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარნეულში, სოფელ მარადისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო.