მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდთან დამშვიდობების ცერემონია გაიმართა

მინეაპოლისში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს დაემშვიდობნენ, რომელიც 25 მაისს დაკავების დროს პოლიციის ოფიცრის მიერ უფლებამოსილების გადამეტების მსხვერპლი გახდა.

მამაკაცთან დამშვიდობების ცერემონია ჩრდილოეთ ცენტრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა, რომელსაც ფლოიდის ნათესავები, მეგობრები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ცერემონიას, ასევე, მინეაპოლისის მერი – ჯეიკობ ფრეი ესწრებოდა, რომელიც ფლოიდის ცხედრის წინ მუხლზე დადგა და ატირდა.

სასულიერო პირის სიტყვის შემდეგ, ფლოიდის ხსოვნას პატივი 8, 46-წუთიანი დუმილით მიაგეს – სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში აჭერდა მუხლით ფლოიდის კისერს ფეხს ოფიცერი დერეკ შოვინი.

ასეთივე გამოსამშვიდობებელი ცერემონიები გაიმართება ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ფლოიდი დაიბადა და ტეხასში, სადაც მას დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები