აშშ-ში უფლებადამცველებმა თეთრ სახლთან აქციის დაშლის გამო ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

აშშ-ის სამოქალაქო უფლებათა დაცვის კავშირმა და სხვა ორგანიზაციებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

სარჩელში ნათქვამია, რომ 1-ელ ივნისს თეთრ სახლთან სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დროს თანამდებობის პირებმა მომიტინგეთა კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს.

სარჩელი Black Lives Matter D.C.-ჯგუფისა და ცალკეული დემონსტრანტის სახელით არის წარდგენილი.

მოსარჩელეები მომხდარში ტრამპის გარდა გენპროკურორ უილიამ ბარსა და თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერს ადანაშაულებენ.

თავად უილიამ ბარის თქმით, სწორედ მან გასცა აქციის დაშლის ბრძანება, რომ თეთრ სახლთან უსაფრთხოების პერიმეტრი ყოფილიყო გაფართოებული. უფლებადამცველ ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული არის “ხალხზე კოორდინებული თავდასხმა პროვოკაციის არარსებობის პირობებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები