აზერბაიჯანში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 6522 ინფიცირებულია.

ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს ორი პაციენტი ემსხვერპლა, სულ 78 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 3737-მა  პირმა შეძლო.

აღინიშნება, რომ 61 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 78-ის კი – საშუალო სიმძიმის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები