ბექა დოჭვირი: სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა

“სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც შესრულებული არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად”, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან და ვცდილობთ, მათი ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულოთ”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.
​ცნობისათვის, სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების ანგარიშის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ანა ბუჩუკური ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები