კობა გვენეტაძე: ფასიანი ქაღალდების ბაზარი 14-ჯერ გაიზარდა

“ბოლო 5 წელში სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, დაახლოებით, 14-ჯერ გაიზარდა”, – ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ კაპიტალის ბაზრის ზრდის ტენდენციას ასაპენსიო რეფორმაც დაეხმარება.

„2019 წელს დასრულდა და დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ჩარჩოს პროექტებს, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარგულირებელი პრინციპების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას უზრუნველყოფენ”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები