კონსტანტინოპოლის პატრიარქი მსოფლიოს ეკლესიების წინამძღვრებს ზიარების წესის გადახედვასთან დაკავშირებით აზრთა გაცვლისკენ მოუწოდებს

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს წერილით მიმართა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში “მნიშვნელოვანი პრობლემის” განხილვას სთავაზობს. წერილი 17 მაისს არის გაგზავნილი, თუმცა გამოქვეყნებულია 1-ელ ივნისს.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გენერალური მდივნის მიერ.
პანდემიის პირობებში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საღმრთო მსახურება და ზიარების წესი შეიზღუდა, თუმცა ბევრმა მორწმუნემ აღნიშნული “ეკლესიის დევნად” შეაფასა. ბართლომე კი თავიდანვე მოუწოდებდა მრევლს, დაეცვათ რთული, მაგრამ საჭირო ზომები, რომლებიც ქვეყნების მთავრობებისა და ჯანდაცვის სისტემების მიერ მიიღებ. ის ამბობდა, რომ “ვირუსი ემუქრება არა რწმენას, არამედ მორწმუნეებს, არა ქრისტეს, არამედ ჩვენს ქრისტიანებს. წერილში კი ნათქვამია, რომ უნდა იყოს კოორდინაცია და რამდენადაც არის შესაძლებელი, ადგილობრივ ეკლესიებს შორის ერთსულოვნება ზიარებისა და მორწმუნეებისთვის მისი გადაცემის წესში. “დავემორჩილეთ სანიტარული და პოლიტიკური ხელისუფლებების თხოვნებს, ისეთ დონეზე დავემორჩილეთ, რომ ის ჩვენი რწმენის არსს შეეხება. ეკლესიის მადლი ჯვარს სწვდება, მაგრამ არ გადადის და არ ისმენს ამ ქვეყნის ძლიერთა ხმას, როდესაც ეჭვის ქვეშ დგება საღმრთო ზიარება”, – ნათქვამია წერილში.
ბართლომე წერს – “ამ პირობებში მსურს, მოვისმინო ძმების მოსაზრებები და აზრები, რომ შევძლოთ წინ წავიწიოთ იმ კამათში, რომელიც საღმრთო ზიარების გადაცემის მიდგომის ირგვლივ არის”. აღნიშნულს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი არკადი მალერმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ბართლომეს ეს წერილი შესაძლოა იყოს მიმართული ონლაინზიარების ლეგალიზებას. მისი თქმით, ზიარება საღრმთო საიდუმლოებაა და მისი გარდაქმნა ტექნიკურ აქტში დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები