ინდონეზიის სანაპიროსთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის სანაპიროსთან, ჰალმაჰერას კუნძულთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 106 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.