მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 9 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისყ ველაზე მეტი – 41 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

“სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში – 25, აჭარაში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 15, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები