90-30-პროცენტიანი სასესხო გარანტია – მთავრობა ბიზნესს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს
მთავრობა საკრედიტო- საგარანტიო მექანიზმის შეცვლას გეგმავს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, დადეგმილი საკანონმდებლო ცვლილება ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებას უზრუნველყოფს.
„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესს. ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომაროებს შემდეგში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით“, – განაცხადა გახარიამ.