ფლოიდის შვილის დედა: ერთადერთი, რისი თქმაც შევძელი იყო, რომ მამამისი ვერ სუნთქავდა

25 მაისს პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის შვილის დედა, როქსი უილიამსი იხსენებს, თუ როგორ უამბო თავის 6 წლის შვილს, ჯანას მამის გარდაცვალების ამბავი.

“კარში იდგა და თქვა: “რამე ხდება ჩვენს ოჯახში?” და მე ვკითხე: “რატომ მეკითხები”. მან თქვა, “მესმის, რომ ისინი მამაჩემს ახსენებენ ტელევიზორში”. მას უნდოდა, სცოდნობა, როგორ გარდაიცვალა მამამისი და ერთადერთი, რისი თქმაც შევძელი, იყო რომ ის ვერ სუნთქავდა”, – თქვა უილიმსმა CNN-თან საუბარში.

“ინსტაგრამში” გავრცელებულ ვიდეოში ჯანა NBA-ის მოთამაშისა და ფლოიდის მეგობრის, სტივენ ჯექსონის მხარზე მოთავსდა და თქვა: “მამამ მსოფლიო შეცვალა!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები