მისურის შტატში არეულობის დროს პოლიციის უფროსი მოკლეს

მისურის შტატში, ქალაქ მოლინ-ეიკერსისი პოლიციის უფროსი, დევიდ დორნი არეულობის შედეგად მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ABC ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის კომისრის, ჯონ ჯეიდენის თქმით, 77 წლის დორნი სეინტ-ლუისში მოკლეს, სადაც ის, სავარაუდოდ, ლომბარდის ძარცვის შეჩერებას ცდილობდა.

მოკლულის ცოლი თქმით, დორნი ლომბარდის მეპატრონის მეგობარი იყო და ხშრად ამოწმებდა მაღაზიის მდგომარეობას.

აშშ-ში არეულობა 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების მსხვერპლი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები