ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის გამყარებას გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით ხსნის

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის მოსაზრებით, ლარის გამყარება ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა.

„რთულია მოკლედ იმის თქმა, რამ გამოიწვია ლარის გამყარება. მაისიდან დაწყებული საქართველოში თანდათანობით სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება, ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, რამაც შეიძლება, ითქვას, რომ ლარის გამყარება გამოიწვია“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0772 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები