მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა თუ ჩავარდება, იქნება იმის პასუხისმგებლობა, ვინც ჩააგდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ცვლილებებს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს.

“ოთხი ფრაქციის გარდა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის, ყველა, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატები, ამბობს, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

ჩვენ მათ საქციელზე პასუხს ვერ ვაგებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველანი დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ჩავარდნის დაბალ რისკზე თუ ვსაუბრობთ, თუ ჩავარდება, ეს იმის პასუხისმგებლობა იქნება, ვინც ჩააგდებს. ორი კვირის, თუ ერთი თვის განმავლობაში გველაპარაკებიან, თუ ჩავარდება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როცა ხელისუფლება მხარს მთლიანად უჭერს. პიარული თავხედობა ჰქვია ამას, რომ გეუბნებიან, მე ჩავაგდებ და შენი პასუხისმგებლობა იქნება. ამ ერთი კლასტერის გარდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა ფრაქციაში გაწევრიანებული ცალკეული დეპუტატები ამბობენ, თუ მხარ​ს დაუჭერენ, ბუნებრივია, გავა და მარტივად იქნება საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები