ვალუტის გადამცვლელი პუნქტები საქართველოში 8 ივნისს გაიხსნება

2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ფუნქციონირებას განაახლებენ.
სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი, ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ სავალუტო ჯიხურები იმავე წესებით იმუშავებს, როგორც – სხვა საფინანსო ორგანიზაციები.
ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 800-მდე სავალუტო ჯიხური მოქმედებს და ყოველდღიურად მილიონამდე მომხარებელს ემსახურება. სექტორს 4000 მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კოვიდ 19-ის გამო, სავალუტო ჯიხურებს საქმიანობა 31 მარტს შეუჩერდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები