ზუგდიდში “ცისარტყელას” მოიჯარეები სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდნენ

მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდში საყოფაცხოვრებო სახლ “ცისარტყელას” მოიჯარეების თხოვნა დაკმაყოფილდა და ისინი სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – მერაბ ქვარაია აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილესთან – დავით სუხიშვილთან ერთად, ცისარტყელაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულ პირებს შეხვდა.

“ჩემი ინიციატივის შედეგად, ,,ცისარტყელაში“ დასაქმებულები მთავრობის მიერ იჯარის გადასახადისგან დროებით გათავისუფლდებიან, მათ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ მოუწევთ სამი თვის გადასახადის გადახდა, რაც ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ქვარაიასვე განცხადებით, აღნიშნულ პირებზე სახელმწიფოს მხრიდან  მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები