მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების, დაახლოებით, 70%-ით შემცირებას ელის

„2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, დაახლოებით, 70%-ით“, – ვკითხულობთ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ტურიზმის მხარდასაჭერად შეიმუშავა მიზნობრივი ღონისძიებები.

„ტურიზმის ინდუსტრიის ეკონომიკური სუბიექტები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება ხდება 2020 წლის ბოლომდე. მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის, რაც წარმოადგენს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს. კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები. ტურისტული კომპანიებისთვის/ტურ-ოპერატორებისთვის მთავრობა მოახდენს საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას 6 თვის განმავლობაში. მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

COVID-19 პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები