თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს სასურსათო ამანათები გადასცა

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით​ მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემის პროცესი გრძელდება.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოდერძი ჩანქსელიანმა ,საკუთარი ფინანსური სახსრებით მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა უზრუნველყო.

“აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, დახმარება გაეწია მოწყვლადი კატეგორიის 1500-ზე მეტ ოჯახს.
ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი – გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი ქორიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პაკეტების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები