ნიუ იორკში საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს

ნიუ იორკში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 40-ზე მეტი პირი დააკავა. ხალხი მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სითი-ჰოლის შენობამდე გამართეს და ქვედა მანჰეტენზე მოძრაობა შეაფერხეს.

შეკრებილები, ძირითადად, მშვიდობიანად იქცეოდნენ, თუმცა რაღაც მომენტში მათსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

გაკავებულთა ნაწილს სამთავრობო ადმინისტრაციის მოწოდებებზე დაუმორჩილებლობის, ზოგს კი იარაღის უკანონო ტარების ბრალდება აქვს წაყენებული.

როგორც პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა CNN-ს განუცხადა, საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ზამბარიანი დანა აღმოაჩნდა, ერთმა კი პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა. დაშავებულს შორის არიან როგორც პოლიციელები, ისე – საპროტესტო აქციის მონაწილეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები