ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღებით მსახიობი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი გარდაიცვალა

   ნიუ- იორკში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი გარდაიცვლა. მსახიობის ცხედარი ნიუ – იორკში, მანჰეტენის რაიონში, მის აპარტამენტში აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გაზეთი „ნიუ იორკ პოსტი“ წერს. 46 წლის ოსკარის მფლობელი მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღება სახელდება. როგორც ცნობილია, მსახიობმა არაერთხელ სცადა ჰეროინისთვის თავის დანებება, ბოლო მცდელობა კი მას გასულ წელს ჰქონდა. მსახიობი რეჟისორ პოპ ტომას ანდერსონის თითქმის ყველა ფილმში მონაწილეობდა. მან ოსკარი მიიღო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ფილმში “კაპოტე”, რომლის რეჟისორი ბენეთ მილერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები