კახა კალაძე: მგზავრებისთვის ერთადერთი მოთხოვნაა ტრანსპორტში პირბადის ტარება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მგზავრებს პირბადე ეკეთოთ.
მისივე თქმით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, ტრანსპორტში კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება.
„ხვალიდან სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას როგორც მიკროავტობუსები, ასევე, მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. შეზღუდვებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის პირბადეებით ასვლა ტრანსპორტში და გადაადგილება. ასევე, რაც მოგვიწოდეს და გვითხრეს დარგის სპეციალისტებმა, დროებით კონდიცირება ვერ ჩაირთვება, სანამ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. შემდეგ ვნახოთ, რა რეკომენდაციები იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ხვალიდან, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.