უარი დახმარებაზე – როდის ამუშავდება ბარები და საკლუბო ინდუსტრია

ღამის კლუბები და ბარები ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, ბევრი სხვა ინდუსტრიისგან განსვავებით, ბიზნესის ეს სეგმენტი მთავრობისგან ახლო მომავალში რაიმე დახმარებას არ უნდა ელოდოს.

„სექტორული შეღავათები გათვალისწინებულია ყველაზე მეტად დაზარებული ინდუსტრიებისთვის. რაც შეეხება ღამის კლუბებს – ამ ეტაპზე, სექტორული შეღავათი არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს. ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც ცნობილია, ასზე მეტი ბარი და კლუბი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვეებია, დახურულია, დახმარებას ითხოვს. მათ გასულ კვირას ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
„კრიზისი იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორთა ინფორმაციით,სექტორის საჭიროებებზე გარკვეული კვლევა ჩატარდა,თუმცა – მათთან კონსულტაციისა და კომუნიკაციის გარეშე. მათი თქმით, როცა მთავრობა ტურიზმის ხელშეწყობაზე საუბრობს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ბარი და საკლუბო კულტურა ტურიზმისა ინდუსტრიის ერთ-ერთი საიმიჯო და შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები