ყვარლის მერმა გრემის თემის ბენეფიციარებს სასურსათე პაკეტები გადასცა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა  და კომპანია „ემ ბი ჯის” ხელმძღვანელმა გრემის თემის ბენეფიციარებს სასურსათე პაკეტები გადასცეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“დღეს, სასურსათე პაკეტები გადავეცით გრემის თემის ბენეფიციარებს, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია  „ემ ბი ჯის”. მათი მხრიდან ეს არ იყო ერთჯერადი დახმარება, კორონავირუსის პანდემიის დროს, აღნიშნულმა კომპანიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100-მდე ოჯახისთვის პროდუქტი გადმოგვცა”, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები