ზუგდიდის მერია სოციალური სახლების მშენებლობაზე ოჯახების შერჩევას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სახლების მშენებლობაზე ოჯახების შერჩევას იწყებს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით  შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და სამუშაო გრაფიკზე იმსჯელა.

“შეიქმნა 8 სამუშაო ჯგუფი. კომისიის  შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 250 განცხადება შემოვიდა, რომელთაგან 116 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 134 ,,ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა. სოციალური სახლი 25 ოჯახს აუშენდება. გაიზრდება საცხოვრებელი სახლების კვადრატულობა. 2015 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 117 სახლი აშენდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20-ბინიანი კორპუსის  მშენებლობაც იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები