შოპინგი ახალი სტანდარტებით – წესები, რომელთა დაცვაც სავაჭრო ცენტრებსა და მომხმარებლებს მოუწევთ

1-ელი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები გაიხსნება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ჯანდავის სამინისტროს მიერ გაწერილი სტანდარტებით მუშაობა მოუწევს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისი მოლში“ განუცხადეს, აუცილებელი იქნება სამედიცინო ნიღბების ტარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე, მომსახურე პერსონალისთვის. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება დისტანციის დაცვა, საერთო სივრცეში 10 კვადრატულ მეტრზე დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი, სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ მაღაზიებში კი – 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი. ყველა მაღაზიას შესასვლელთან იქნება რიგის სტიკერი მოწყობილი. აუცილებელი ხდება დეზობარიერების მოწყობა, ასევე, ტერიტორიების დეზინფექცია და დალაგების რეგულაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდართებთან ერთად, საკუთარი სამოქმედო პროტოკოლი აქვთ „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებს. საუბარია ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე, როგორებიცაა, “ზარა”, “მა­სი­მო დუტი”, “ოიშო”, “ბერშკა”, “სტრა­დი­ვა­რი­უ­სი” და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“დირექტორი, რეზო მაღალაშვილი აცხადებს, იქედან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. კერძოდ, უქმდება ტანსაცმლის გამოსაცვლელი ( მოსაზომი) ოთახები.

როგორც მაღალაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ტანსაცმელი ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს და სწორედ ამიტომ გადაწყდა გამოსაცვლელი ოთახების გაუქმება. მაღალაშვილის თქმით, ამ უხერხულობის საკომპენსაციოდ, მომხმარებელს გაუმარტივდება შეძენილი ნივთის დაბრუნება-გადაცვლის პროცედურა. მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ნივთი კი მოხვდება ერთგვარ კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები