რუსეთი არ ღებულობს აშშ-ის პრეტენზიას “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვართან” ფრენების შესახებ

რუსეთის პოზიცია “ღია ცის” შეთანხმებასთან დაკავშირებით მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ შეთანხმებიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზის კომენტირებისას განაცხადა.

“ისევ დაგვადანაშაულეს იმაში, რომ ჩვენ ვაიძულეთ აშშ, შეთანხმებიდან გასულიყვნენ, რადგან რუსეთმა დოკუმენტის ყველა მუხლი უხეშად დაარღვია. ასევე, შეგვახსენეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ის, რომ ამ სახელმწიფოებთან მიახლოებას 10 კილომეტრის რადიუსით ვკრძალავთ – ეს ჩვენი პოზიციაა, რომელიც მკვეთრად ეყრდნობა ამავე შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 10-კილომეტრიანი ზონის მონიტორიგნზე უარის თქმას იმ ქვეყნების საზღვრებთან, რომლებიც დოკუმენტის წევრები არ არიან”, – თქვა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, დასავლეთის პოზიცია, რომელიც “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს” – არაფერს ცვლის.

“ეს ჩვენი პოზიციაა და ის საერთაშორისო სამართალს შეესაბამება”, – აღნიშნა ლავროვმა.

აშშ-მა 22 მაისს “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადეს, გადაწყვეტილება ძალაში კი 6 თვეში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები