ცხინვალი: სხვის ტერიტორიაზე პრეტენზიას არ გამოვთქვამთ ისევე, როგორც საკუთარი მიწების ვინმესთვის ჩუქებას არ ვაპირებთ
“საქართველო საუკუნის განმავლობაში არის საერთაშორისოდ აღიარებული აგრესორი და ოსების მიმართ წმენდისა და გენოციდის აქტების შემსრულებელი, ის ყველანაირად ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის და ყალბი მოსაზრებების ტირაჟირებით ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას საწინააღმდეგო დაუმტკიცოს”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“ქართველთა მტკიცება რუსეთის ოკუპაციის შესახებ – სრული აბსურდია. რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე იმყოფება, რადგან სურს ხალხსა და რესპუბლიკის კანონიერად არჩეულ მთავრობას და განცხადებები რუსეთის ჯარის გაყვანის შესახებ და, მით უმეტეს, “დეოკუპაციაზე” ალოგიკურია. ბევრად ლოგიკური იქნებოდა ქართული საზოგადოება დაფიქრდეს საქართველოს მიერ განხორციელებულ ანექსიაზე ოსეთის ისტორიულ ნაწილებზე – თრუსოს ხეობასა და კობზე, რომლებიც ბოლშევიკებმა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლოდ მოგლიჯეს ოსეთს. იგივე ეხება ეთნიკურ წმენდებს, მკვლელობებსა და ბორჯომის ხეობისა და ბაკურიანის განადგურებას, რაც ქართველმა ნაციონალისტებმა 90-ან წლებში ჩაიდინეს. ოსეთს არ გააჩნია სხვისი ტერიტორიების მიმართ პრეტენზია ისევე, როგორც არ აპირებს საკუთარი მიწების ჩუქებას. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება საკუთარ კანონიერ ტერიტორიაზე, კანონის ფარგლებში ხორციელდება და არის დამოუკიდებელი, აღიარებული სახელმწიფოს შიდა საქმე, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მათ შორის, საკუთარ სასაზღვრო პოლიტიკას.
დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისის ბოლოდროინდელი ისტერიის მიზეზი, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რომლის დროს ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს ანტირუსული თემის წამოწევას ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად. როგორც ჩანს, სხვა რაიმეს შეთავაზება არ შეუძლიათ ამომრჩევლისთვის. ამიტომ, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში იზრდება პანიკა, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში, ისე ოპოზიციურ წრეებში”, – ნათქვამია განცხადებაში.