ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოხვედრა ენგურის ხიდის ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით დღეიდან იქნება შესაძლებელი.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში დაბრუნებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის კურსს გადიოდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებმა ენგურის ხიდზე თან უნდა იქონიონ კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

გარდა ამისა, ყველა პირი, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში შევა, ვალდებული იქნება, 14 დღით თვითიზოლაციაში იყოს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები