საქსტატი: საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ  332.8 მლნ ლარი დახარჯეს

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს მოქალაქეების მიერ  საზღვარგარეთ ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 332.8 მილიონ ლარი შეადგინა, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, 0.7%-ით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.

2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი – 44.3% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები