ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელი ააფეთქეს. დაზიანებულია ლიბერთი ბანკის ბანკომატიც.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ამ დროსითვის უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა ბანკომატიდან.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.