კარანტინის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტის ასაღებად რიგში დგანან
კარანტინის მიუხედავად, სოხუმში რუსული პასპორტისა და ე.წ. მოქალაქეობის მისაღებად ე.წ. საკონსულტაციო პუნქტთან რიგი შეიქმნა.
როგორც ადგილობრივ მედიას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ფაინა გერმანმა განუცხადა, კარანტინის გამოცხადებამდე 150 ადამიანს ემსახურებოდნენ დღეში. მუშაობაში ერთთვიანმა პაუზამ ვადაგასული პასპორტების შეცვლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
18 მაისს კი, მას შემდეგ, რაც ე.წ. რესპუბლიკაში საკარანტინე ზომები შესუსტდა, ხალხი საკონსულტაციო პუნქტს მიაწყდა.
საქმე ისაა, რომ დოკუმენტის შეცვლა აუცილებელია, რომლის გამოყენების ვადა 1-ელ ივლისს იწურება, მის გარეშე კი ხალხი რუსული პენსიის გარეშე დარჩება. ამასთან, კანონის მიხედვით, დადგენილია ჯარიმა (5000 რუსული რუბლი) მათთვის, ვინც დროულად არ გამოცვალა პასპორტი.
პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ შეკრებილების უმრავლესობა ხანდაზმულია, რომელიც რიგში დისტანცირების დაცვას ვერ ახერხებს.
თუმცა, ადგილზე ე.წ. სახელმწიფო დაცვის დანამშრომლები გამოცხადდნენ, რომლებიც იმ პირებს, რომლებიც შენობაში შედიან, ნიღბებს ურიგებენ და ხელებს ანტისეპტიკებით უმუშავებენ.