რუსეთში კორონავირუსს ექიმების რეკორდული რაოდენობა ემსხვერპლა

რუსეთში კორონავირუსს 186 ექიმი ემსხვერპლა, რაც საერთო ლეტალური შემთხვევების 7% შეადგენს (ჯამურად, ქვეყანაში 2722 გარდაცვლილია).

ამის შესახებ “მედიზონას” მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.

გამოცემის ჟურნალისტების დათვლით, ქვეყნაში ყოველი მე-15 გარდაცვლილი მედიკოსია.

მედისაშუალებამ კვლევის საფუძვლად “მეხსიერების ნუსხა” აიღო, რომელიც რუსი მედიკოსების მიერ არის შექმნილი, რომელზეც COVID-19-სგან გარდაცვლილი მათი კოლეგების სახელები და გვარებია შეყვანილი.

19 მაისის მდგომარეობით, ნუსხაში 241 გვარია მოხვედრილი, თუმცა, სხვა წყაროებში ძებნის შედეგად, “მედიაზონამ” 186 გარდაცვალების დადასტურება შეძლო.

შედარებისთვის, სხვა ქვეყნებში ახალი ტიპის კორონავრუსისგან მედიკოსების გარდაცვალების ბევრად დაბალი სტატისტიკაა.

მაგალითად, ბრიტანეთში ვირუსს მედიკოსების 0,5% ემსხვერპლა, იტალიაში – 0,65%; ესპანეთში – 0,27%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები