საგამოძიებო სამსახურმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა, რომელთაგან ერთი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, რომელთაგანაც ერთი დაკავეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებსა და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით ურთიერთშორის განახორციელეს, დაახლოებით, 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები, რითაც ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა სასაქონლო ნაშთი და ყალბი აქტივი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები