ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ტესტი 88 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი რუსეთის უნივერსიტეტების ოთხ კურსანტს დაუდგინდა, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
ყველა ინფიცირებული მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადის.
როგორც ე.წ.მთავარმა სანიტარმა, ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, პანდემიის პერიოდში ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.
აპრილში ინფექციის გაგრის სამ მკვიდრს გამოუვლინდა, მათგან ორი განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა.
ასევე, ე.წ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 16 მაისს გუდაუთის საავადმყოფოდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა.