ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სოხუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია, – განაცხადეს ე.წ. ოპერატიულ შტაბში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის უკვე 20 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორო შტაბში განაცხადეს, გასულ დღე-ღამეში ტესტირება 42 პირმა გაიარა და მათგან მხოლოდ აღმოჩნდა დადებითი.
აღინიშნება, რომ ოჯახის წევრს ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს, მამაკაცს სუნთქვის უკმარისობა, ხოლო მათი შვილი დაავადებას გართულებების გარეშე უმკლავდება. ყველა პაციენტი გუდაუთის ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო ზომები 1-ელ ივნისამდეა გახანგრძლივებული.