ზესტაფონში ბუნებრივ აირს დამატებით 400-მდე ოჯახი მიიღებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წიფლავაკისა და საღვინის გაზიფიცირება დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 400 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტის ღირებულება მილიონარზე მეტია.

გაზიფიცირების სამუშაოები სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და მიმდინარე პროექტის შესახებ ადგილზე მიიღეს ინფორმაცია.

“სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე პროექტით გაზიფიცირების სამუშაოები მთლიანად სრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ – რეგიონისთვის”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დათვალიერებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები