FRA: ლგბტ თემის თითქმის ნახევარი საკუთარ ორიენტაციას მალავს
გერმანიაში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსექსუალებისა და ინტერსექსუალების 43% საკუთარ ორიენტაციას მალავს.
ამის შესახებ ევროკავშირის ადამიანის ძირითად უფლებათა სააგენტოში (FRA) განაცხადეს.
ევროკავშირის მასშტაბით ეს რიცხვი 53%-ს შეადგენს.
როგორც რესპოდენტთა 61% ამბობს, ხშირად ან ყოველთვის ერიდება ხალხში პარტნიორისთვის ხელის ჩაჭიდებას (გერმანიაში 53%).
გერმანიაში გამოკითხულთა 36%-მა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში შევიწროებას განიცდიდა, 13% კი ფიზიკურ ან სექსუალური ძალადობას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი საერთოევროპულს უტოლდება.