ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტესტირება გუშინ 58 პირს ჩაუტარდა, მათგან COVID-19 ორს დაუდასტურდა.
ორივე მოქალაქე სამშობლოში რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ისინი მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადიან.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.
აპრილში ვირუსი სამ პაციენტს დაუდასტურდა, მათგან ერთი გარდაიცვალა, ორი კი გამოჯანმრთელდა.