ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, – განაცხადა “იუგოსეტპოტრებნადზორის” კომიტეტის ე.წ.ხელმძღვანელმა, ანა გაგლოევამ.

მისი ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსზე 24 ტესტი გაკეთდა, მათგან ორი დადებითი აღმოჩნდა.

ასევე, კარანტინზე 290 ადამიანი იმყოფება, სამედიცინო დაწესებულებებში კი – 218.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში შემზღუდავი ზომები 31 მაისამდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები