დღეს დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ინფიცირებული ერთ-ერთი მედიკოსის ოჯახის წევრია.

“ჩვენს რეგიონში დღეს მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა”, – განაცხადეს თეთრიწყაროს მერიაში.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჯამურად, ინფიცირების 48 ფაქტი ფიქსირდება.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები